შესვლა/რეგისტრაცია
The Capsule

ფილმი დასრულდა, მაგრამ პროცესი
თქვენს გონებაში ახლა იწყება.

Deep Dive-ის გამოცდილება ხშირად რთული სიტყვებით გადმოიცემა, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ გაგვიზიაროთ თქვენი მდგომარეობა — ჩვენ გისმენთ. ეს არ არის სავალდებულო. ეს არის შესაძლებლობა, რომ თქვენმა განცდებმა ფორმა მიიღოს.

თქვენი ისტორია ღირებულია.

როგორ იმოქმედა ამ სეანსმა?

რა ამოტივტივდა ზედაპირზე?

ინკოგნიტო რეჟიმი
თქვენი წერილი გამოქვეყნდება საიტზე ანონიმურად.
ღია რეჟიმი
თქვენი სახელით.
მხოლოდ თერაპევტისთვის
დარჩება ჩვენს პირად არქივში და არ გასაჯაროვდება.

თქვენს მიერ გაზიარებული სიტყვები შეიძლება გახდეს შუქურა სხვებისთვისაც.

თქვენი რეფლექსია
გასაჯაროება

მადლობა, რომ გაგვიზიარეთ.

თქვენი სიტყვები მნიშვნელოვანია.
ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან.

სხვების გამოცდილება
Well… მოდი ვიტყვი ჯერ რა ფილმი ავარჩიე… ეს იყო ალმადოვარის “Volver”… ჯერ თავად ფილმია უმაღლესი პილოტაჟის… ძალიან შთამბეჭდავი, ცოცხალი და მოულოდნელობებით დატვირთული. ნახვას რომ მოვრჩი, სურვილი მქონდა, რომ სადმე კრიტიკული ანალიზი წამეკითხა… დავიწყწ კიდეც კითხვა და ამასობაში მომივიდა მეილზე კითხვებიც. თავიდანვე შთამბეჭდავი იყო, მაგრამ თითქოს ახლოს არ მეხებოდა. მაგრამ მგონი, ზუსტად ეგაა დიდი ტყუილი:) რამდენიმე წამში, ან არ ვიცი, წუთში ყველაფერი დალაგდა… ზუსტადაც, რომ ზუსტად მეხებოდა. ცოტა აფორიაქებულიც ვარ, დრო მჭირდება გადასამუშავებლად, მაგრამ ეგ არის, პირდაპირ სიმართლეს გახედებს თვალებში. ცოტა უსიამოვნოა, მაგრამ ხვდები, რომ ძალიან დამხმარე უნდა იყოს. შეიძლება არ გინდოდეს მთლად ეს სიმართლე ჯერ და, ალბათ, მაგ დროს არც გაგახსენდება სად “გეხება” ეს კითხვები, მაგრამ თუ ცოტათი მაინც მზად ხარ სიმართლის მიღებისთვის, მოემზადე, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის:))
ანონიმური
არ ვიცი საიდან მოიტანეთ ეს კითხვები, მაგრამ ზუსტად მიზანში მოარტყით. ვუყურებდი და ვბრაზდებოდი ალვიზე, სანამ არ მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი. კი, მეც ეგრე ვაკეთებ, ვიყენებ წიგნებს და ინტელექტს იარაღად. თუ პარტნიორს "ვჯობნივარ" ცოდნით, თავი დაცული მგონია. რა დებილობაა ;დ ყველაზე მეტად იმან იმოქმედა, ფინალში რომ პიესას დგამს და დასასრულს ცვლის. მეც მაქვს ჩემი პიესები თავში. დღემდე ვაჯერებ საკუთარ თავს, რომ წინა ურთიერთობა იმიტომ დამთავრდა, რომ "სხვადასხვა დონეზე ვიყავით". სინამდვილეში კი უბრალოდ გავიქეცი. დღეს პირველად ვაღიარებ ამას. მადლობა სილის გაწვნისთვის ;დ მგონი პირველად ვიხდი მადლობას ამისთვისაც ;დ
ანონიმური