მე ვარ ნეირომეცნიერი და კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი. ვმუშაობ იმ იდეით, რომ მენტალური გამოწვევების ყველაზე ეფექტური გადაჭრის გზა გადის მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის არსებულ ოქროს შუალედში.
ჩემი მიდგომა აერთიანებს CBT-ის (Cognitive Behavioral Therapy) დადასტურებულ სტრატეგიებს ნეირომეცნიერების უახლეს აღმოჩენებთან. როგორც უჯრედული ნეირომეცნიერების დოქტორანტი, ჩემს კლინიკურ მუშაობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ პაციენტმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ ის, რა უნდა შეცვალოს, არამედ რატომ — და როგორ მუშაობს მისი ტვინი სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის დროს. ეს ცოდნა ცვლილების პროცესს უფრო ღრმასა და გააზრებულს ხდის.
ჩემი პროფესიული გზა აგებულია აკადემიურ და კლინიკურ ცოდნაზე:
კლინიკური პრაქტიკის პარალელურად, აქტიურად ვარ ჩართული ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევაში, რაც უზრუნველყოფს ჩემი მეთოდების მუდმივ განახლებასა და მეცნიერულ ვალიდაციას.
🏆 მოპოვებული გრანტი და საერთაშორისო გამოცდილება:
ვარ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული
პროექტის ავტორი. ამ კვლევის ფარგლებში, მიწვეული დოქტორანტის სტატუსით გარკვეული პერიოდი
ვიმუშავე ლოზანას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (EPFL), შვეიცარიაში.
პროექტი: „პროპიონის მჟავა, როგორც ნეიროდეგენერაციული მდგომარეობების რისკ-ფაქტორი. კორელაციური მიკრო-, ულტრა და ნანოანალიტიკური მიდგომები ამიგდალას ნეირონის სამგანზომილებიანი აღნაგობის შესასწავლად. In Vitro და In Vivo კვლევა."
კვლევითი საქმიანობის ფარგლებში, შევქმენი სპეციალიზებული სტატისტიკური ანალიზის პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ნეირომეცნიერებისა და ბიოლოგიის სფეროში რთული მონაცემების ზუსტი და ეფექტური დამუშავებისთვის.
NeuroStat — ეს პროგრამა მკვლევრებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ მაღალი სიზუსტის სტატისტიკური ანალიზი და უზრუნველყონ ბიოლოგიური და ნეირონული მონაცემების მეცნიერული ვალიდაცია.
გაიგეთ მეტი NeuroStat-ის შესახებ →