← მთავარი დაჯავშნა ჩემ შესახებ The Cortex 🎬 The Capsule
შესვლა/რეგისტრაცია

შინაგანი სისტემური განლაგება
ტრიადის სინქრონიზაცია

არაცნობიერი დინამიკის ექსტერიორიზაცია და ნეირო-სომატური ბალანსის აღდგენა.

ხშირად, ფსიქიკური ქაოსი, გადაჭარბებული ინტელექტუალიზაცია ან სხეულთან კავშირის დაკარგვა არის ერთი ძირითადი პრობლემის სიმპტომი: ჩვენი შინაგანი სისტემის მთავარი კომპონენტები ერთმანეთისგან იზოლირებული, ან ერთმანეთთან კონფლიქტშია.

ტრიადის სინქრონიზაცია არის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ფორმატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, უსაფრთხო სივრცეში გამოიტანოთ და დაინახოთ საკუთარი გონება, ემოცია და სხეული. ეს არ არის თეორიული მსჯელობა — ეს არის თქვენი შინაგანი არქიტექტურის ცოცხალი, სივრცითი მოდელირება.

პროცესი

სამი ფაზა — დისოციაციიდან ინტეგრაციამდე


I

ფაზა I: დისოციაცია და ტოპოგრაფია

თქვენ ირჩევთ ჯგუფის წევრებს, რომლებიც დროებით წარმოადგენენ თქვენს გონებას, ემოციას და სხეულს. ამ მომენტში იხსნება ფარული სიმართლე: თქვენი დამკვირვებელი „მე" გარედან ხედავს შინაგანი სისტემის რეალურ ტოპოგრაფიას.

II

ფაზა II: ეგოს ინტერვენცია

თქვენ ეძებთ ახალ, უფრო ფუნქციურ პოზიციებს ამ ნაწილებისთვის. თუმცა, ლოგიკურად დალაგებული სტრუქტურა ყოველთვის არ არის ბუნებრივი. წარმომადგენლების ფიზიკური და ემოციური უკუკავშირი გაჩვენებთ, იღებს თუ არა სისტემა ამ ახალ წყობას.

III

ფაზა III: ავტონომიური დინამიკა და რეალობა

ნაწილებს ეძლევათ ავტონომია, რათა თავად იპოვონ ეკვილიბრიუმი. ზოგჯერ სისტემა პოულობს ჰარმონიას, ზოგჯერ კი ვლინდება ღრმა წინააღმდეგობა. თუ სისტემა მზად არ არის, პროცესი ჩერდება, რაც გვაძლევს ზუსტ სურათს იმისა, თუ სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა.

კლინიკური რეფლექსიები

მონაწილეების უკუკავშირი და გამოცდილება


9 რეფლექსია
ინკოგნიტო 23.02.2026
PRE ემოციური ქაოსი POST სიცხადე

ის გრძნობა,რომ ამ ყველაფერს შორიდან უყურებ და ფაზლებივით ერთმანეთს ეწყობა ყველა ეჭვი და პრობლემა,უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი,ეწინააღმდეგები შედეგებს,მაგრამ თან ბევრი რამ გასაგები ხდება.ერთ-ერთი დაუვიწყარი გამოცდილება, ფიქრიას საშუალებით ჩემი საყვარელიც❤️

ქეთი ამინაშვილი 23.02.2026
PRE სხვა POST სხვა

სანამ ამ ტექნიკას საკუთარ თავზე გამოვცდიდი მანამდე მსგავსი ყველაფერი "მამბო ჯამბოდ" მიმაჩნა. საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ კი არა მარტო უკეთ გავიცანი საკუთარი თავი, არამედ ახალი გამოცდილების მიმართ მეტი ღიაობა გამიჩნდა.

ანნა 23.02.2026
PRE სხვა POST ინსაიტი

ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო და ცნობისმოყვარეობით ველოდი პროცესს. იმდენად ემოციური აღმოჩნდა , რომ სესიის შემდეგ ცრემლებად დავიცალე, ფიქრები და ინსათები 1 კვირის განმავლობაში მომდიოდა. საბოლოოდ მივხვდი რა მჭირდებოდა და ნამდვილად ძალიან კარგი შედეგი მივიღე ☺️

ინა ალავიძე 23.02.2026
PRE შფოთვა POST სიცხადე

აღმოჩნდა რომ სხეულს პრაქტიკულად არ ვუსმენ, რაც აისახებოდა ჩემს ფსიქოსომატიკაზე

ინკოგნიტო 23.02.2026
PRE ინტელექტუალური გადატვირთვა POST ინსაიტი

ეს ტექნიკა “უნდა “ სცადო! ეს ის შემთხვევაა, სადაც “უნდა” გამართლებულია:) მეტიც, ფიქრიასთან ამ ტექნიკის დაგეგმვა გონივრულია (ეს არ არის ქებაი და დიდებაი, ეს რეალური შედეგისა და შეფასების ჩემეული გამოცდილებაა, რასაც უკუკავშირად თქვენც გიზიარებთ, მკითხველო და დაინტერესებულო პირებო) უფრო ვრცლად: ტექნიკამდე ვიმყოფებოდი ინტელექტუალური გადატვირთვის მდგომარეობაში. შინაგანმა სისტემურმა განლაგებამ დისოცირების გზით მომცა საშუალება, დამეკავებინა დამკვირვებლის პოზიცია და გამეყო გონება, ემოციები და სხეული. პროცესის განმავლობაში მქონდა საშუალება, იფრო ღმრად მომესიმა საკუთარი თავისთვის (სხვების გადმოცემული მდგომარეობის შედეგად). პროცესის დროს გაჩნდა ინსაიტი — მათი განცალკევებული დაკვირვება დამეხმარა, დამენახა შიდა დისბალანსი და დამეფიქსირებინა თითოეულის რეალური მდგომარეობა, რაც დამამშვიდებელი და უფრო დაკვირვებადი აღმოჩნდა ჩემთვის. ამ გაცნობიერებამ შემიქმნა შიდა სიცხადე, შეამცირა გადატვირთვა და მომცა საფუძველი უფრო ინტეგრირებული აღქმისთვის.

ინკოგნიტო 22.02.2026
PRE ემოციური ქაოსი POST ინსაიტი

სესიებამდე მქონდა მხოლოდ CBT მუშაობით გამოცდილება და განცდა რომ ეს გზა ჩემთვის აღარ მუშაობდა. ინდივიდუალურ თერაპიებზეც და მანამდეც სულ ვიცოდი რომ ემოციების სახელდება მიჭირდა, გონება და რაციონალიზაცია იყო წამყვანი ჩემში. უბრალოდ განლაგების დროს ძალიან უცნაური იყო ამ მდგომარეობის სხვების მხრიდან ამდენად დეტალურად დანახვა. რაღაცნაირ ვალიდაციას ჰგავდა რომ ჩემი შეგრძნებები, სხვებმაც გაისიგრძეგანეს. და რაღაც მომენტში იმდენად რეალურად რომ არც კი მეგონა, ასე თუ იყო შესაძლებელი. ფაქტები ნაცნობი კი იყო, მაგრამ ვიზუალიზაცია და სმენა სულ სხვა გამოცდილებაა. ასევე, როცა სხვა წევრებზე კეთდებოდა და მე მიწევდა სხვადასხვა როლის მორგება, ამ გზით ძალიან საინტერესო იყო განსხვავებულ მდგომარეობებში თავის გამოცდა. განლაგებამ გამიჩინა კითხვებიც და ინდივიდუალური სესიებისთვის სამუშაო მასალაც. თერაპიული პროცესი ჩემთვის სტაგნაციიდან, ისევ ცოცხალ და უფრო ახლო მდგომ გამოცდილებად იქცა.

მარიამი 21.02.2026
PRE სხვა POST სიცხადე

პირველად ამ ტექნიკას იმიტომ დავთანხმდი რომ უცხო და ახალი იყო. ძალიან დამაინტერესა რა შედეგი შეიძლებოდა მოეტანა. მუშაობის პროცესში ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. გავიხსენე ისეთი მოგონენები რომლებიც ჩემზე გავლენას ახდენდნენ მაგრამ არ ვიცოდი რატომ. ყველაზე მეტად გავლენა იმან მოახდინა რომ მთლიანმა პროცესსმა ჩემი ყოველდღიურობა შეცვალა უკეთესობისკენ.

ინკოგნიტო 21.02.2026
PRE ემოციური ქაოსი POST სიცხადე

ძალიან საინტერესო იყო საკუთარ თავზე შორიდან დაკვირვება და ბევრი ახალი საინტერესო ინფორმაციის აღმოჩენა. ყველა ნათქვამი სიტყვა დაკავშირდა ჩემ მდგომარეობასთან და ძალიან ღირებული იყო თითოეული სესია

თაკო 21.02.2026
PRE სხვა POST ინსაიტი

ამ ტექნიკას უკვე მეორედ ვაკეთებ ფიქრიასთან და უფრო მეტად ვგრძნობ მის დადებით შედეგებს. ესაა შესაძლებლობა გარედან დააკვირდე შენს თავს, დასვა კითხვები და იპოვო პასუხები. რაც მთავარია გაცნობიერების პროცესი გრძელდება მას შემდეგ რაც წამოხვალ. ესაა შესაძლებლობა დაინახო ის, თუ როგორი ხარ და როგორ ხარ ახლა. ასევე როგორც მონაწილისთვის ესაა შეააძლებლობა შეძვრე სხვის ტყავში და გამოსცადო ისეთი რამ, რაც გაგხდის უფრო ემპათიურს და გაგიზრდის თვალსაწიერს ადამიანის ემოციების, სხეულის და გონების შესახებ.